
SinoExpress - უკვე გზაშია
პროდუქციის მოძიება და ტვირთების გადაზიდვა ჩინეთიდან
სრული სერვისი ერთ სივრცეში!
ავტორიზაცია
ჩვენ შესახებ
Sino Express - არის პლატფორმა, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს ჩინეთიდან პროდუქციის მოძების, შესყიდვისა და ტვირთის გადაზიდვის სრულ მომსახურებას! ჩვენ ვეხმარებით ადამიანებს და ბიზნესებს იპოვონ ის, რაც სჭირდებათ ჩინეთის უზარმაზარ ბაზარზე და მიიღონ საქართველოში - უსაფრთხოდ, სწრაფად და გამჭვირვალე პროცესებით. ჩვენი კომპანია Guangzhou Qiaochun Trading Co - ჩინეთში არსებული კომპანიის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში, რაც საშუალებას გვაძლევს პირდაპირ ვითანამშრომლოთ 2000-მდე ადგილობრივ მწარმოებელთან და მომხმარებელს საუკეთესო ფასი და პროდუქციის არჩევანი შევთავაზოთ. ჩვენ ვმუშაობთ მსხვილ შემსყიდველებთან: ფიზიკურ პირებთან, მცირე და დიდ ბიზნესებთან, რომლებიც საჭიროებენ დიდი მოცულობის ტვირთების მოძიებას და ტრანსპორტირებას.
რატომ Sino Express?

სერვისები
გსურს პროდუქციის შეძენა ჩინეთში? ჩვენ მოვიძიებთ მას საუკეთესო ფასად, დაგეხმარებით შეძენაში და ჩამოგიტანთ. დაგეხმარებით საბაჟო პროცედურების გავლაში, სურვილისამებრ განვახორციელებთ მიტანის სერვისს საქართველოს ტერიტორიაზე.
ჩვენი გუნდი დაგეხმარება:

როგორ მუშაობს?
პირად კაბინეტში დაგხვდება შეკვეთების ინტერაქციული ფორმა. აქ შეგიძლია დეტალურად აღწერო პროდუქტი, მიუთითო სპეციფიკაციები, დაურთო ლინკები და საჭირო დოკუმენტაცია, ჩვენი ოპერატორი მიღებულ შეკვეთას უახლოეს დროში დაამუშავებს და დაგიბრუნდება შენზე მორგებული შეთავაზებით.(შეკვეთის დამუშავება ჩინეთთან დროის სხვაობის გათვალისწინებით, ხორციელდება 6-12 საათამდე დროში)
იმ შემთხვევაში , თუ ტვირთი უკვე გაქვს შეძენილი და გსურს ტრანსპორტირების მომსახურებით სარგებლობა, შეგყავს სრული მონაცემები და ჩვენ მოგაწვდით გადაზიდვის ტიპების და ვადების მიხედვით ფასების ვარიანტებს.
გადაზიდვის ოთხი ტიპი
გაიგე მეტი გადაზიდვების ტიპებს შორის სხვაობებისა და უპირატესობების შესახებ




ხშირად დასმული კითხვები
რა ტიპის პროდუქტის მოძებაში შეგიძლიათ დახმარება?
ვმუშაობთ ფაქტობრივად ნებისმიერი კატეგორიის ტვირთებზე: ტანსაცმელი, ტექნიკა, აქსესუარები, სამშენებლო მასალა, სათამაშოები, საწარმოო დანადგარები, ავეჯი, ა.შ.. გასათვალისწინებელია რომ ჩვენი სამუშაო მიმართულება დიდი მოცულობის შესყიდვები და დიდი ტვირთებია .
საჭიროა რომ მქონდეს პროდუქტის ზუსტი მონაცემები?
საკმარისია აგვიხსნა რა გჭირდება, ზუსტი სპეციფიკაციები ოპერატორთან მუშაობის პროცესში გამოირკვევა.
რამდენი შეთავაზება მომდის ერთ მოთხოვნაზე?
ჩვენ შევადარებთ თქვენს მიერ შერჩეულ პროდუქტის ფასებს სხვა და სხვა მწარმოებლებთან, დაგიბრუნდებით 2-5 ვარიანტით ფოტოებით, პირობებით და განსხვავებული ტარიფებით .
როგორ ხდება პროდუქტის ხარისხის შემოწმება?
საჭიროების შემთხვევაში, შეგვიძლია გამოვითხოვოთ ჩინური მწარმოებლისაგან ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატები, ასევე ადგილზე ჩამოტანილ ნივთს დამატებითი საფასურით შევუკვეთოთ ხარისხის ექსპერტიზა და მივიღოთ ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი;
რა ტიპის გადაზიდვის სერვისები გაქვთ? ?
საჰაერო, საზღვაო, სარკინიგზო, სახმელეთო, შიდა გადაზიდვა საქართველოს მასშტაბით.
რამდენ ხანში ჩამოდის ტვირთი?
საჰაერო - 7-14 დღე; საზღვაო 65-75 დღე; სარკინიგზო - 28-30 დღე; სახმელეთო - 30 დღე.
როგორ ითვლება გადაზიდვის ფასი?
•თითოეულ გადაზიდვის ტიპს აქვს განსაზღვრული სტანდარტული ტარიფი, ეს ტარიფები განახლებადია ყოველ სამშაბათს და აქტუალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს სოციალურ მედიის გვერდზე, მითითებული ტვირთის გადაზიდვის ღრებულება ითვლება ტვირთის პარამეტრების (წონა/მოცულობა) მიხედვით + სატრანსპორტო დაზღვევა. თქვენზე მორგებულ ოპტიმალურ ფასს ოპერატორი თავად შემოგთავაზებთ; .
მომსახურების საფასურს როგორ ვიხდი?
შეკვეთის დადასტურების შემდგომ გეგზავნებათ შესაბამისი დოკუმენტაცია: ხელშეკრულება და ინვოისი.
ვის მივმართო დამატებითი დახმარების საჭიროების შემთხვევაში?
დაგვიკავშირდით ტელეფონზე : 514 20 10 20, ან ელექტრონულ ფოსტაზე info@sinoexpress.ge, support@sinoexpress.ge.
როგორია თქვენი სამუშაო გრაფიკი?
პლატფორმა მუშაობს უწვეტ რეჟიმში, განთავსებულ მოთხოვნებზე რეაგირებისათვის ოპერატორს საშუალოდ ესაჭიროება 1-6 საათამდე (ჩინეთის დროის გათვალისწინებით)
