საჰაერო გადაზიდვა
გთავაზობთ საჰაერო გადაზიდვის სერვისს ჩინეთის საკვანძო ქალაქებიდან. ტარიფის გამოთვლისას ვითვალისწინებთ როგორც მოცულობით მასას (Volumetric Weight), ასევე შეფუთვის რეკომენდაციებით გეხმარებით ხარჯების ოპტიმიზაციაში. პროცესში ინტეგრირებულია ტვირთის დაზღვევა და სრულყოფილი დოკუმენტაცია, რომ ნებისმიერი სირთულის ტვირთი სწრაფად და უსაფრთხოდ მიიღოთ.
საზღვაო გადაზიდვა
ჩვენ გთავაზობთ დიდი მოცულობისა და მძიმე ტვირთებისთვის (FCL/LCL) საიმედო გადაზიდვას დაბალი ტარიფითა და გამჭვირვალე პროცესებით. Sino Express უზრუნველყოფს მიწოდების სრულ ჯაჭვს, ვახორციელებთ მარშრუტების შედარებას ფასითა და ვადით, ვაკვირდებით დატვირთვა/გადატვირთვის პუნქტებს და კატეგორიების მიხედვით ვარჩევთ ტიპურ კონტეინერს, რომ მიიღოთ საუკეთესო ტარიფი და სტაბილური ტრანზიტი თქვენს გრაფიკზე მორგებულად.
სარკინიგზო გადაზიდვა
ბლოკ-მატარებლების რეგულარული გრაფიკები, პროგნოზირებადი ETA და უსაფრთხო სერვისი მთავარი ბენეფიტებია სარკინიგზო გადაზიდვისას. Sino Express-ში ვმუშაობთ 20'/40'/40HC კონტეინერებით, საჭიროებისამებრ ვაკომპლექტებთ intermodal სქემებს (რკინიგზა + გზა/ზღვა). წინასწარი საბუთების ჩეკლისტები და QC–ინტეგრაცია გაძლევთ საშუალებას სწრაფად მიიღოთ თქვენი ტვირთი.
სახმელეთო გადაზიდვა
სახმელეთო გადაზიდვები გამოირჩევა მეტი მოქნილობით, კონტროლითა და სანდო ტრანზიტით. Sino Express ახორციელებს სახმელეთო გადაზიდვებს ჩინეთის ჰაბებიდან საქართველოს მიმართულებით, როგორც მთლიანი მანქანებით (FTL), ასევე, ნაკრები ტვირთებით (LTL), ტვირთის დაზღვევა და მუდმივი კონტროლი ერთ სისტემაში გაძლევთ სრულ გარანტიას, რომ უსაფრთხოდ და სწრაფად მიიღოთ თქვენი შეკვეთა.

