კონფიდენციალურობის პოლიტიკა
1. თანხმობა პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ და მათი დამუშავება
თქვენ, ამ დოკუმენტის საფუძველზე ადასტურებთ რომ ინფორმირებული ხართ, თქვენი თანხმობით, თქვენი იმ პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ, რომელთაც გვაწვდით როდესაც სარგებლობთ ჩვენი ინტერნეტ პლატფორმებითა და ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე მომსახურებით, და მათ შორის, ჩვენ ვებ-გვერდზე განთავსებული ფორმების შევსებით ან სხვაგვარად თქვენი პერსონალური მონაცემების ჩვენთვის მოწოდებით, ადასტურებთ და აცხადებთ თანხმობას თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები მუშავდება შპს „სინო ექსპრესი"-ს (ს/კ 405772338) მიერ (შემდგომში კომპანია).
თქვენ მიერ, პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ თანხმობით აცხადებთ და ადასტურებთ, რომ აღნიშნული პერსონალური მონაცემების, მათ შორის, სახელი და გვარი, იურიდიული პირის, ორგანიზაციის სახელი, მისამართი, ელ-ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, მობილურის ნომერი, ან/და სხვა სახის პერსონალური ინფორმაციის დამუშავება შესაძლოა განხორციელდეს შემდეგი მიზნ(ებ)ით:
- კომპანიის საქმიანობის ფარგლებში და მისგან გამომდინარე მომსახურების გაწევის მიზნით;
- კომპანიის საქმიანობის ფარგლებში და მისგან გამომდინარე კონსულტაციის გაწევის მიზნით;
- აქციების, მარკეტინგული შეთავაზებების, კომპანიის შესახებ ინფორმაციის, კომპანიის საქმიანობის ფარგლებში და მისგან გამომდინარე შემოთავაზებების (ოფერების), მათ შორის, სპეციალური შემოთავაზებების ან/და სარეკლამო მასალის მოწოდების/გაცნობის მიზნით;
- მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების ან/და მისი განახლების მიზნით;
- კვლევების, გამოკითხვების ჩატარების, მათ შორის, სტატისტიკური კვლევების ჩატარების და ანალიტიკური მიზნებისთვის;
- თქვენი გამოცდილების და ინტერესების დახარისხების მეშვეობით თქვენი მოთხოვნილებ(ებ)ის შესაბამისი სტრატეგი(ებ)ის შემუშავება და ანალიზის საფუძველზე შესაბამისი კომერციული ან/და მარკეტინგული შემოთავაზებ(ებ)ის შემუშავება;
- კომპანიის მიერ მიღებული დავალებ(ებ)ის, კონტრაქტ(ებ)ისა, შეთანხმებ(ებ)ისა და სხვა ვალდებულებ(ებ)ის ეფექტურად შესრულების მიზნით;
- თქვენ მიერ დასმული კითხვების დამუშავებისა და მასზე პასუხის გაცემის, გამოხმაურების მიზნით;
- ტექნიკური დახმარების ან/და კონსულტაციის გაწევის მიზნით;
- კომპანიის მიერ მისი საქმიანობის ფარგლებში და მისგან გამომდინარე მოქმედებების განხორციელების მიზნით, რაც განპირობებულია კომპანიის მიერ, მასზე დაკისრებული ვალდებულებ(ებ)ის, დავალებ(ებ)ის განხორციელების მიზნით.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თუ თქვენ ინფორმაციას ავსებთ სხვა პირის, მაგალითად, სხვა იურიდიული პირის, ორგანიზაციის სახელით, კომპანიის მიერ ეს აღიქმება იმგვარად, რომ თქვენ ხართ შესაბამისი უფლებამოსილი წარმომადგენელი და გაგაჩნიათ უფლებამოსილება მოგვცეთ ყველა საჭირო თანხმობა, რათა ჩვენ მიერ პერსონალური მონაცემები დამუშავებულ იქნეს წინამდებარე დოკუმენტში მოცემული მიზნებისთვის.
2. უარი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ თქვათ უარი თქვენ მიერ გაცხადებულ თანხმობაზე პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ, შემდეგ მისამართზე Support@Sinoexpress.ge, info@sinoexpress.ge წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით, რა შემთხვევაშიც კომპანია შეწყვეტს თქვენი იმ პერსონალური მონაცემების დამუშავებას, რომლის დამუშავებაზეც თქვენ განაცხადეთ უარი.
3. პერსონალური მონაცემების გაუმჟღავნებლობა
კომპანია არ გადასცემს მესამე პირებს თქვენ პერსონალურ მონაცემებს, გარდა შემდეგი შემთხვევებისა:
- თქვენი თანხმობით;
- მოქმედი კანონმდებლობებით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
- სახელმწიფო ორგანოებისთვის ან/და სამართალდამცავი ან/და აღამსრულებელი ორგანოებისთვის პერსონალური მონაცემების გადაცემა, თუ აღნიშნული მოთხოვნილია მოქმედი კანონმდებლობებით ან/და პირთა ლეგიტიმური ინტერესების დაცვის მიზნით;
- მოქმედ კანონმდებლობებთან, მათ დებულებებთან შესაბამისობაში ყოფნის მიზნით, მათ შორის, სასამართლო/საარბიტრაჟო/მედიაციის პროცესიდან გამომდინარე ან/და მასთან დაკავშირებით არსებული მოთხოვნისა ან/და სახელმწიფო ორგანოს მიერ არსებული მოთხოვნის საფუძველზე;
- თაღლითობის, ფულის გათეთრების, მექრთამეობის გამოვლენის, მათი თავიდან აცილების ან სხვაგვარად მოგვარების მიზნით;
- სხვა ისეთ შემთხვევებში, რა დროსაც აუცილებელია ასეთი ინფორმაციის გამჟღავნება და გადაცემა მესამე პირთათვის, მოქმედი კანონმდებლობების მოთხოვნათა დაცვით.
4. პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისა და შენახვის ხანგრძლივობა
ჩვენ შევინახავთ თქვენ პერსონალურ მონაცემებს და დავამუშავებთ მათ წინამდებარე დოკუმენტში მოცემული მიზნებისთვის, იმ ხანგრძლივობით რაც საჭიროა ამ დოკუმენტში მითითებული საქმიანობის შესასრულებლად, ან იმდენი ხნით, რამდენიც სხვაგვარად გეცნობებათ, ან რამდენი ხანიც ეს დაშვებულია მოქმედი კანონმდებლობით.
კომპანია უზრუნველყოფს მომხმარებელთა მონაცემთა და დოკუმენტების დაცვას მოქმედი კანონმდებლობისა და ევროკავშირის ზოგადი მონაცემთა დაცვის რეგულაციის (GDPR) მოთხოვნების შესაბამისად.
შენახვის ვადა და ადგილი:
დოკუმენტები ინახება კომპანიის შიდა არქივში 5 (ხუთი) წლის განმავლობაში, კანონმდებლობით დადგენილი ვადებისა და მიზნობრიობის პრინციპის დაცვით. არქივი წარმოადგენს დახურულ და დაცულ სისტემას, რომელიც ფუნქციონირებს პლატფორმისგან დამოუკიდებლად.
პლატფორმის ფუნქციონირება და GDPR-ის შესაბამისობა:
პლატფორმა შეესაბამება GDPR პროტოკოლს და უზრუნველყოფს მომხმარებლის მონაცემთა მართვის შემდეგ უფლებებს:
- მონაცემებზე წვდომის მოთხოვნა (Right of Access);
- მონაცემთა გასწორება ან განახლება (Right to Rectification);
- მონაცემთა წაშლა („დავიწყების უფლება", Right to Erasure);
- აუდიტის სრული ჩანაწერის მიღება მოთხოვნის საფუძველზე.
მონაცემთა გამიჯვნა ღია ქსელსა და არქივს შორის:
ღია ქსელში ინახება მხოლოდ ოპერაციული მონაცემები, რომლებიც აუცილებელია სერვისის ფუნქციონირებისთვის. დოკუმენტები, რომლებსაც აქვთ იურიდიული ან რეგულაციური მნიშვნელობა, ინახება მხოლოდ შიდა არქივში შესაბამისი უსაფრთხოების წესების დაცვით.
წაშლისა და ანონიმიზაციის პროცედურა:
შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ დოკუმენტები ექვემდებარება წაშლას ან ანონიმიზაციას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონმდებლობა ითვალისწინებს უფრო ხანგრძლივ შენახვას.
5. კანონმდებლობა
წინამდებარე დოკუმენტი რეგულირდება და ინტერპრეტაცია ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, მათ შორის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად.
6. ცვლილებები
კომპანია უფლებამოსილია, დროთა განმავლობაში მთლიანად ან ნაწილობრივ, განაახლოს ან შეცვალოს წინამდებარე დოკუმენტი. ასეთი ცვლილებები გეცნობებათ კომპანიის ვებ-გვერდის მეშვეობით და სავალდებულო გახდება მას შემდეგ, რაც იგი გამოქვეყნდება და შესაბამისად ხელმისაწვდომი გახდება თქვენთვის. შესაბამისად, გთხოვთ, რეგულარულად ეწვიოთ კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდს, რათა შეამოწმოთ და მიიღოთ ინფორმაცია ყვე ლა ასეთი ცვლილების შესახებ.
7. კომუნიკაცია
ამ დოკუმენტთან დაკავშირებით ან მისგან გამომდინარე ნებისმიერი კითხვის, კომენტარის, შენიშვნის, თხოვნის ან მოთხოვნის შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდით შემდეგ მისამართზე: Support@Sinoexpress.ge, info@sinoexpress.ge
თანხმობა პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების თაობაზე
ვეთანხმები, რომ შპს „სინო ექსპრესი"-მა დაამუშაოს ჩემს მიერ მიწოდებული პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, ელ. ფოსტა, ტელეფონის ნომერი) პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის, მათ შორის სარეკლამო შეთავაზებების, სიახლეების, აქციებისა და ნებისმიერი კომერციული შინაარსის შეტყობინებების გამოგზავნის მიზნით, როგორც ჩემს ელ. ფოსტაზე, ასევე ტელეფონის ნომერზე.
მნიშვნელოვანი: ინფორმირებული ვარ, რომ ნებისმიერ დროს უფასოდ შემიძლია გამოვითხოვო ეს თანხმობა, რისთვისაც შესაბამის მოთხოვნას გავაგზავნი აპლიკაციაში, ელ.ფოსტაზე Support@sinoexpress.ge ან/და სმს-თან მიმართებით ასევე შემიძლია NOSMS-ის მექანიზმის გამოყენება.
© 2024 შპს „სინო ექსპრესი". ყველა უფლება დაცულია.