მომსახურების პირობები
შემსრულებელი: შპს „სინო ექსპრესი"
ტელეფონი: 514 20 10 20
მომხმარებელი: ფიზიკური ან იურიდიული პირი რომელიც სარგებლობს შპს „სინო ექსპრესი"-ს სერვისით.
შპს „სინო ექსპრესი" - პლატფორმა ჩინეთში მსხვილი ტვირთებისა და დიდი მოცულობის დანადგარების/პროდუქტების მოძიებისა და მათი შემდგომი ტრანსპორტირებისათვის.
1. რეგისტრაცია
1.1. www.-- -ზე რეგისტრაციის გავლისას მომხმარებელი ვალდებულია გაეცნოს და დაეთანხმოს კომპანიის წესებს და პირობებს. ღილაკზე „გავეცანი და ვეთანხმები" ფანჯრის მონიშვნით მომხმარებელი ადასტურებს როგორც წესებისა და პირობების, ასევე კონფიდენციალურობის პოლიტიკის, ქუქი პოლიტიკის, თანხის უკან დაბრუნების პოლიტიკის, პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების სრულად გაცნობას.
1.2. „სინო ექსპრესი"-ს ვებგვერდზე რეგისტრაციისას მომხმარებელს ენიჭება ინდივიდუალური უნიკალური „ID".
1.3. მომხმარებელი ვალდებულია „სინო ექსპრესი"-ს პლატფორმაზე რეგისტრაციისას მიუთითოს სწორი, სრული და ავთენტური ინფორმაცია. არასწორი, მცდარი ან სხვა პირის იდენტიფიკაციის მონაცემების გამოყენება წარმოადგენს წესების დარღვევას და შესაძლოა გახდეს მომხმარებლის ანგარიშის (რეგისტრაციის) გაუქმების საფუძველი.
1.4. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მომხმარებლის სახელისა და გვარის შეცვლა შეუძლებელია. ამ მონაცემების კორექტირება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განხორციელებულია KYC (Know Your Customer) ვალიდაცია და ვერიფიკაცია.
1.5. მომხმარებლის მიერ რეგისტრაციის პროცესში მოწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს კონფიდენციალურ მონაცემს, რომლის დამუშავება და დაცვა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის ევროკავშირის ზოგადი მონაცემთა დაცვის რეგულაციის (GDPR) და საქართველოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის მოთხოვნების შესაბამისად.
1.6. რეგისტრაციის გავლის შემდეგ, მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას საკუთარი სარეგისტრაციო და საავტორიზაციო მონაცემების კონფიდენციალურობა.
1.7. წინამდებარე მომსახურების პირობები მოქმედებს საქართველოში ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი ტვირთის შპს „სინო ექსპრესი"-სთვის მიწოდებიდან და წყვეტს მოქმედებას ნივთის ადრესატისთვის მიწოდებისთანავე.
2. ხელშეკრულების საგანი
2.1. შპს „სინო ექსპრესი" თავისი სახელით და მომხმარებლის ხარჯზე ახორციელებს კლიენტისთვის სასურველი/მისაღები ტვირთის მოძიებასა და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ მოქმედებებს, აღნიშნული მომსახურების სანაცვლოდ, მომხმარებელი, ვალდებულია გადაიხადოს შესაბამისი ფასი, კერძოდ მოძიებული ტვირთისა და ტრანსპორტირების ხარჯები შესაბამისი პირობებით.
3. კლიენტის უფლებამოსილებები
3.1. კომპანია მომხმარებლის/კლიენტის განცხადების შესაბამისად ეძებს კლიენტის მიერ მოთხოვნილ ტვირთს და სთავაზობს მისთვის მისაღებს.
3.2. ტვირთის მოძიების მოთხოვნის ინტერაქციული ფორმა: მომხმარებელი ავსებს განაცხადს ტვირთის/პროდუქტის სპეციფიკაციების მიხედვით.
3.3. კლიენტის მიერ გაკეთებული შეკვეთის ოპერატორის მიერ დამუშავების შემდეგ, განაცხადი გადაეცემა ჩინურ მხარეს დამატებითი შემოწმებისა და შეთავაზების მომზადებისთვის.
3.4. ტვირთების მონიტორინგის გვერდზე მომხმარებელს საშუალება ეძლევა მიიღოს ინფორმაცია ტვირთის მიმდინარე ეტაპის და გადაზიდვისას მისი ადგილმდებარეობის შესახებ.
3.7. მომხმარებელი ვალდებულია გადაიხადოს ტრანსპორტირებისა და ტვირთის ღირებულება.
3.8. შპს „სინო ექსპრესი" მომხმარებელს სთავაზობს საკურიერო და განბაჟების სერვისს, შესაბამისი პირობებით.
3.10. დაუშვებელია ისეთი ნივთების ტრანსპორტირება, რომელთა გადაზიდვა აკრძალულია ავიაკომპანიის ან სატრანსპორტო კომპანიის მიერ.
3.11. ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი ტვირთი უნდა იყოს სათანადოდ შეფუთული.
3.12. ტვირთის ფილიალში ან საკურიერო სერვისით მიღებისას მომხმარებელი ვალდებულია შეამოწმოს გზავნილი კომპანიის წარმომადგენლის თანდასწრებით.
4. ტრანსპორტირება და ტვირთის შენახვის ვადა
4.1. საქართველოს ტერიტორიაზე, კომპანიის სერვისცენტრში გზავნილის მიღებისას, კომპანია მას ინახავს არა უმეტეს 90 დღის განმავლობაში.
4.2. ის ტვირთი, რომლის მისამართის ან/და ადრესატის მოძიებაც ვერ მოხერხდა, გადაეცემა სახელმწიფოს შენახვის 30-დღიანი ვადის დაუცველად.
4.3. რეისების განრიგი და ვადები მოცემულია შპს „სინო ექსპრესი"-ს ვებ-გვერდზე. აღნიშნული ვადები არის საორიენტაციო და შეიძლება იყოს ცვალებადი.
5. ტვირთის დეკლარირება
5.1. ტვირთის დადეკლარირება (შეძენილი ტვირთის ვებგვერდის, დასახელების და ფასის (ღირებულების) მითითება) შპს „სინო ექსპრესი"-ს ვებგვერდზე აუცილებელია ნივთის საქართველოში ჩამოსვლამდე.
5.2. დეკლარირებასთან ერთად სასურველია მომხმარებელმა ატვირთოს შეძენილი ტვირთების ინვოისები, რათა გამარტივდეს და დაჩქარდეს საბაჟო პროცედურების განხორციელება.
5.3. დეკლარირებული თანხა აუცილებლად უნდა ემთხვეოდეს შეძენილი ტვირთის რეალურ ღირებულებას. ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება მომხმარებელს.
6. განბაჟება
6.1. ტვირთის განბაჟებაზე პასუხისმგებელია მომხმარებელი.
6.2. მზა საბაჟო დეკლარაცია მომხმარებელს გადაეცემა კუთვნილ ტვირთთან ერთად. ბაჟის გადახდა ხორციელდება დეკლარაციის დაბეჭდვიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
6.3. ტვირთი, რომელთა ჯამური ღირებულება აღემატება 300 ლარს ან აღემატება 30 კილოგრამს ან არის განკუთვნილი კომერციული საქმიანობისთვის, საქართველოს კანონმდებლობით ექვემდებარება განბაჟებას.
6.4. ტვირთის განბაჟება და სხვა საბაჟო პროცედურები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
7. ტვირთის გაცემა
7.1. ტვირთის მიღება შესაძლებელია შპს „სინო ექსპრესი"-ს მომხმარებლის მიერ მითითებულ ფილიალში ან კურიერის მეშვეობით. ტვირთის გადაცემა ხდება მომხმარებლის მიერ პირადობის მოწმობის, პასპორტის, მართვის მოწმობის ან სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობისა და მინდობილი პირის პირადობის მოწმობის წარდგენით.
7.2. დაბეგვრადი (განსაბაჟებელი) ტვირთის შემთხვევაში სრულწლოვანმა მიმღებმა უნდა წარმოადგინოს საკუთარი პირადობის მოწმობის ან პასპორტის დედანი.
7.3. ტვირთის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტები უნდა იყოს ძალაში მყოფი და ვადიანი დოკუმენტის დედანი ან სათანადოდ დამოწმებული ასლი.
8. მომსახურების საფასურის გადახდის ვადა და მეთოდი
8.1. ტრანსპორტირების ღირებულების გადახდა მომხმარებლის მიერ უნდა განხორციელდეს ტვირთის შპს „სინო ექსპრესი"-ს მომხმარებლის მიერ მითითებულ ფილიალში ჩამოსვლიდან არა უგვიანეს 10 კალენდარული დღისა.
8.2. ტრანსპორტირების ღირებულების გადახდა ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით.
9. მხარეთა პასუხისმგებლობა
9.1. შპს „სინო ექსპრესი"-ს პასუხისმგებლობის ფარგლები:
9.1.2. შპს „სინო ექსპრესი" პასუხს არ აგებს დაზიანებული ნივთის გამო, თუ პროდუქცია შეძენილია კერძო პირისგან, ასევე ჩამოწერილ, შეკეთებულ ან მეორადი მოხმარების ნივთებზე.
9.1.3. შპს „სინო ექსპრესი" პასუხისმგებელია მომხმარებლის წინაშე განზრახ ან გაუფრთხილებელი მოქმედებით გამოწვეული მატერიალური ზიანისთვის (შესაბამისი მტკიცებულებების არსებობისას).
9.1.4. შპს „სინო ექსპრესი"-ს ბრალის დადგენის შემთხვევაში, ტვირთის დაკარგვის ან/და დაზიანებისას შემსრულებელი აუნაზღაურებს მომხმარებელს დამდგარ ზიანს.
9.1.5. ნივთები, რომელთა გადაზიდვა აკრძალულია ავიაკომპანიის ან სატრანსპორტო კომპანიის მიერ ან საფრთხისშემცველია და ამის შესახებ არ იცის შპს „სინო ექსპრესი" შეიძლება გადმოიტვირთოს ან/და განადგურდეს კომპანიის მხრიდან ზიანის ანაზღაურების მოვალეობის დაუკისრებლად.
9.1.8. დაუძლეველი ძალით გამოწვეული ზიანის შემთხვევაში კომპანიის პასუხისმგებლობა გამოირიცხება.
9.1.9. კომპანია პასუხისმგებლობას არ იღებს რეისების დაგვიანებაზე, რომელიც შეიძლება იყოს გამოწვეული ავიაკომპანიის ან სატრანსპორტო კომპანიის ბრალეულობით ან უამინდობის, ტექნიკური ხარვეზის, ბუნებრივი მოვლენების ან დღესასწაულებთან დაკავშირებული გადატვირთვების გამო.
10. მომხმარებლის პასუხისმგებლობის ფარგლები
10.1. მომხმარებელი ვალდებულია დროულად მიაწოდოს კომპანიას შესაბამისი ცნობები ტვირთის შესახებ, აგრეთვე მისცეს ინფორმაცია, რომლებიც აუცილებელია გადაზიდვის დოკუმენტების გასაფორმებლად.
10.2. მომხმარებელი ვალდებულია არ გაავრცელოს ცრუ, ზიანის მომტანი ინფორმაცია. ასეთ შემთხვევაში კომპანია მიმართავს სამართლებრივ ზომებს.
11. დამატებითი პირობები
11.1. კომპანია უფლებას იტოვებს კლიენტის წინასწარი ინფორმირების შემდეგ, მასთან შეთანხმების გარეშე, შეცვალოს მომსახურების მიწოდების პირობები ან შეუწყვიტოს მომხმარებელს მომსახურების მიწოდება.
11.2. კომპანიის ან კომპანიაში დასაქმებული პირების მიმართ გამოხატული აგრესიული სახის ქმედება, შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელება, შესაძლებელია გახდეს მომხმარებლისთვის მომსახურებაზე უარის თქმის საფუძველი.
11.3. კომპანია უფლებას იტოვებს უარი თქვას სერვისის მიწოდებაზე იმ პირებისთვის და კომპანიებისთვის, რომლებიც წარმოადგენენ კონკურენტ კომპანიას.
11.4. კომპანია ვალდებულებას იღებს კლიენტთან მხოლოდ იმ სერვისებზე, რაც აღწერილია მომსახურების პირობებში.
11.5. „სინო ექსპრესი" ამ დოკუმენტით განსაზღვრული დებულებების გარდა მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით.
11.6. შემსრულებელი იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს, საკუთარი შეხედულებისამებრ, ცალმხრივად, სრულად ან ნაწილობრივ შეცვალოს/განაახლოს მომსახურების წესები და პირობები ან კონფიდენციალურობის პოლიტიკა და მოახდინოს აღნიშნულის შესახებ მომხმარებლის ინფორმირება.
11.7. წინამდებარე ხელშეკრულების რომელიმე მუხლის ბათილად ცნობა ზეგავლენას არ ახდენს ხელშეკრულების დანარჩენი მუხლების იურიდიულ ქმედითობაზე.
11.8. მხარეები თანხმდებიან, რომ ყველა სადავო საკითხი ან/და წინააღმდეგობა გადაწყვიტონ ურთიერთშეთანხმებისა და მოლაპარაკების გზით. მხარეთა მიერ სადავო საკითხების მოლაპარაკებათა გზით გადაწყვეტის შეუძლებლობის შემთხვევაში, დავა განსახილველად გადაეცემა თბილისის საქალაქო სასამართლოს.
© 2024 შპს „სინო ექსპრესი". ყველა უფლება დაცულია.